Site menu
Login form
Section categories
Pictures [26]
...
Search
Our poll
how to view our site?
Всего ответов: 20
Tag Board
Site friends
  • Create a free website
  • Online Desktop
  • Free Online Games
  • Video Tutorials
  • All HTML Tags
  • Browser Kits
  • Statistics

    Total online: 1
    Guests: 1
    Users: 0
    Main » Files » Pictures » Pictures

    ანეკდოტები
    18.05.2012, 17:54
    ჭიჭიკიას და შერლოკ ჰოლმსს ერთ კარავში სძინავთ. გამთენიისას ჭიჭიკია აღვიძებს ჰოლმსს:

    - მაღლა, ვარსკვლავები რომ ჩანს, რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს, ბატონო ჰოლმს?

    - სამი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დროს, გამთენიისას, შეიძლება მოხდეს დიდი მიწისძვრა!..

    - მიწისძვრა კი არა - კარავი მოგვპარეს, კარავი!

    ----------------------------------------------------------------

    სამსახურში თანამშრომელთა საატესტაციო ტესტი-გამოცდა ტარდება.

    გამოცდიდან სახეაჭარხლებული ჭიჭიკია გამოვარდა, კარი მიაჯახუნა და სიმწრის ოფლი მოიწმინდა.

    - რა ქენი? - მივარდა ნაზიკია.

    - რა უნდა მექნა, ისეთი ტესტი შემხვდა, სირცხვილით დავიწვი კაცი.

    - მაინც რა ეწერა ასეთი?

    - "სად ეზრდებათ ქალებს ყველაზე ხშირი და ხვეული თმა”-ო. აბა, ამისთვის რა პასუხი უნდა გამეცა, ვერაფერიც ვერ დავწერე, ჩავიჭერი...

    - სწორი პასუხი თუ იკითხე მაინც, რა არის?

    - ზიმბაბვე ყოფილა!

    - მერე?

    - რა მერე, ქალო, კაცი დავბერდი და მაგ ადგილს თუ ზიმბაბვე ერქვა, პირველად გავიგე!

    მიდის კაცი გზაზე და რას ხედავს–სვანი გუბეში ჩაჯდება ამოვა ჩაჯდება ამოვა.კაცი ეკითხება:–რას აკეთებო.
    –ჩოხასა ვრეცხავო,–უპასუხა სვანმა
    –მერე სარეცხი მანქანა არა გაქვსო?
    –მაქვს,მაგრამ შიგნით რომ ვჯდები თავბრუ მეხვევაო.

    ----------------------------------------------------------------

    ორი სვანი მგზავრობს ავტობუსით. ერთი ეკითხება მძღოლს:

    - ეს ავტობუსი ვაგზლამდე ამიყვანს?

    - არა! - მოუჭრა მძღოლმა.

    - არც მე ამიყვანს? - იკითხა მეორე სვანმა.

    ----------------------------------------------------------------

    ატარა მიხო გაოცებული უყურებს ეზოში მისთვის გაბმულ საქანელაზე გიჟივით მოქანავე მიტუას.

    - რასა შვრები, პაპა, არ გადმოვარდე!

    - ექიმმა მითხრა, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეო!..

    ----------------------------------------------------------------

    ღამის4 საათზე მიხოს კარზე ბრახუნია.მიხო ნამძინარევი ხმით ეკითხება:
    –რომელი ხარ?
    –ჟან კლოდ ვან დამი!
    –ახლა გამოვალ და ოთხივეს დედებს გიტირებთო!–ყვირის მიხო.

    ----------------------------------------------------------------

    ერთმა ჩემმა მეზობელმა, ვალიკო -მ ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება:

    - რაზე გყავს გაზრდილიო?

    - სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო.

    - რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, - უთხრა კლიენტმა.

    მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა.

    - რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო...

    - მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო.

    მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა ვალიკომ ამჯერად ასე უპასუხა:

    - რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო...

    ----------------------------------------------------------------

    ნარკომანები ბირჟაზე დგანან. გამოიარა ზანგმა.

    - ეს ვინ არი, ტო? - იკითხა ერთმა.

    - ეს სომალელი ლტოლვილია! - დაასკვნა მეორემ.

    - ვა, სომალიც დავკარგეთ?! - გადაირია მესამე.
    Category: Pictures | Added by: gamergamer1997
    Views: 789 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
    Total comments: 0




    Design by Guenplen® | Powered by uCoz